პუბლიკაციები
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ფორუმის მონაწილეებს ქვეყნის დამოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დემოკრატიისაკენ მიმავალ გზაზე საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ასევე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ურთიერთობას აშშ-სა და ევროპასთან.
„ჩვენ ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ახალგაზრდა დემოკრატია ვართ. ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება, რათა საქართველომ გაამართლოს თავისი რეპუტაცია, როგორც რეგიონში წამყვანმა დემოკრატიამ“, - მიმართა პრემიერმა საერთაშორისო ლიდერთა ფორუმის მონაწილეებს.