უცხოეთი
„ნატო აღმოსავლეთ ევროპაში 5 ახალი ბაზის განთავსებას გეგმავს“ - გერმანული გაზეთი Frankfurter Allgemeine Sonntagszeitung

Plani-zar-2საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. ალიანსის გაფართოება ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის, რუმინეთისა და პოლონეთის ტერიტორიებზე მოხდება. გამოცემის ცნობით, თითოეულ ბაზაზე 600-მდე სამხედრო მუდმივად იქნება. გეგმას უელსის მოსალოდნელ სამიტზე განიხილავენ, რომელიც 2014 წლის 4 და 5 სექტემბერს გაიმართება, - იუწყება „იტარ-ტასი“.

უწინ Frankfurter Allgemeine-სთან ინტერვიუში ნატოს გენმდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ალიანსი აღმოსავლეთ ევროპაში „უფრო თვალსაჩინო ყოფნას“ გეგმავს. მისი თქმით, უელსში გადაწყვეტილებას მიიღებენ სწრაფი რეაგირების ძალების ეფექტიანობის ამაღლების თაობაზე. ეს საშუალებას მისცემს ბლოკს, ოპერატიულად უპასუხოს წარმოქმნილ საფრთხეებს, - დასძინა მან.რასმუსენის განცხადებით, ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია შესაბამისი ინფრასტრუქტურა ნატოს წევრ-ქვეყნებში.