პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: „ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ და ყურადღებით ვაკვირდებით უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს; რა თქმა უნდა, ის, რაც დღეს ხდება უკრაინაში, ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია!”

Obespokoeni-polit-3-analit-საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობის მეთაურის შეფასებით,  საერთაშორისო თანამეგობრობამ უკრაინაში მშვიდობისა და სტაბილურობის აღსადგენად ყველაფერი უნდა გააკეთოს.
„ჩვენის მხრივ, რაც შეგვიძლია ვეხმარებით უკრაინას, იქნება ეს ჰუმანიტარული დახმარება თუ სხვა. რამდენიმე დღის წინ გავაგზავნე ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნობა და შემდეგ გადავწყვეტთ, რა სახის დახმარების საშუალება გვექნება - იქნება ეს მედიკამენტებით დახმარება, დაჭრილი მოქალაქეების გადმოყვანა საქართველოში, მათი მკურნალობა-რეაბილიტაცია თუ სხვა“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა ნატოს უელსის სამიტთან დაკავშირებით.
როგორც იცით, შემუშავებულია პაკეტი. მთავრობამ გააკეთა შესაძლებლობების მაქსიმუმი და ამ პროცესში პირადად ვიყავი ჩართული. ბოლო ორი კვირის განმავლობაში განვახორციელე სატელეფონო ზარები, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, გერმანიის კანცლერთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრთან... ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა და ველოდებით იმას, რომ მივიღოთ ადეკვატური შეფასება ნატოს სამიტზე“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.