რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „უკრაინელი მკვლელები და სააკაშვილის დაქირავებული ქართველი მოხალისეები, რომლებსაც დღეს სერგეენკო ეხმარება, ხვალ კიევიდან თბილისში ჩამოვლენ და ღარიბაშვილს თავისი მთავრობით დაამხობენ!“

Donbasa-polit-2-redaq-2მხოლოდ მას შემდეგ, რაც დონბასის მოსახლეობის რაზმები კონტრშეტევაზე გადავიდნენ, დონდლო მარგველაშვილმა „გაიღვიძა“, წინდების ქსოვა გადადო და უკიდურესად შეშფოთდა - აიო, უკრაინაში ომი დაიწყო და უკრაინაში რუსი აგრესორები შეიჭრნენ! მარგველაშვილმა მსოფლიოს განცხადებით მიმართა, რომლის ტექსტი სააკაშვილმა შეადგინა და მას სკაიპით გადაუგზავნა, რომელშიც ის საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს რუსეთის წინააღმდეგ დარაზმვას. და არა მარტო მარგველაშვილმა - სააკაშვილმა იმდენი იყვირა - საქართველოს მთავრობა კიევს არაფრით ეხმარებაო! - რომ ჯანდაცვის მინისტრ სერგეენკოში უკრაინული წარმოშობა გააღვიძა და, პატრიოტიზმგაღვივებული, გასულ კვირას კიევში, მთელი თავისი ჯგუფით, დასახმარებლად გაფრინდა!

კი, მაგრამ, იმ დროს, როცა თბილისის ბიუჯეტში მრავალმილიონიანი დეფიციტია და მერია გაჭირვებული თბილისელებისთვის წამლების ფულს აფთიაქებში ვერ რიცხავს; როცა დაბნეული და გაღატაკებული მოსახლეობა შიშით ელოდა ამ ორშაბათს, რადგან სარგეენკოს ბრძანებით დღეიდან წამლების უმრავლესობა ურეცეპტოდ არ გაიცემა, ხოლო რეცეპტებით წინასწარი მომარაგება, როგორც წამლებით, შეუძლებელია და აბსურდულიც, ვის და ვისი ფულით ეხმარებით მედიკამენტებით და ექიმებით, ბატონო მინისტრო?! ალბათ, კიევის ხუნტას, რომელსაც მთელი ევროკავშირი და ამერიკა ეხმარება და რომლის სათავეში ყოველი მეორე - ოფიციალური მილიარდერია, პრეზიდენტითურთ?!

გასაგებია, ბატონო სერგეენკო, უკრაინელი ბრძანდებით და ძმათამკვლელ ომში რატომღაც ერთი მხარის დახმარება გადაწყვიტეთ - იმავე მხარის, რომელსაც სააკაშვილი, ბენდუქიძე და ნაცგუნდი ეხმარებინ, მაგრამ დაეხმარეთ საკუთარი ჯიბიდან მაინც, ბატონო მინისტრო! ქართველ ხალხს გვკითხეთ, სანამ  ჩვენი, გადასახადების გადამხდელების ფულით სახელმწიფო ბიუჯეტიდან, უკრაინაში თქვენი თანამშრომლებით გაფრინდით და ახლა კიდევ ეს ექიმების გამგზავრება, აპარატურითა და მედიკამენტებით, რეგულარულ ხასიათს მიიღებს?!

როდესმე საქართველოში ხომ უნდა დამთავრდეს ეს დანაშაულებრივი კეკლუცობა და უტრაკო ყარაჩოღლობა ხალხის ხარჯზე?! მშიერი და უპატრონო ხალხის, რომლისთვისაც სულერთია - მიშას შადრევნებში, ბოზებში და ზმანებში, თუ ავაკოვ-კალამოისკის მკვლელების მკურნალობაში გაფლანგავენ მის ფულს?! ნუთუ ივანიშვილს, მარგველაშვილის შემდეგ, სერგეენკომაც უღალატა და სააკაშვილის „ნავში“ გადაჯდა?! გამორიცხულია, ამ ორ ადამიანს - რიგით ფილოსოფოსსა და ექიმს, ივანიშვილმა პრეზიდენტობით, მინისტრობითა და დიდი ფულით რომ დაასაჩუქრა, არ ესმოდეს - კიევში სააკაშვილის მიერ დაფუძნებული „საქართველოს გადარჩენის შტაბის“ წევრები - ათასობით უკრაინელი მკვლელი და ქართველი დაქირავებული - მოხალისე, რომლებსაც დღეს სერგეენკო მკურნალობს, ხვალ საქართველოში ჩამოვლენ და ღარიბაშვილს თავისი მთავრობით დაამხობენ!

საქართველოს მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2014 წლის 1 სექტემბერი
საქართველო, თბილისი