საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლის 24 აგვისტოს, თურქეთის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას სააკაშვილს ანკარაში, ინაუგურაციაზე ჩამოსვლაზე უარი უთხრა - „არაო, არაო. მიშა მატყუარაო!“, გასულ შაბათს თურქოლოგ გიულის გუფთა მაინც ჩავიდა თურქეთში, ოღონდ - სარფში და თურქეთ-საქართველოს საზღვარზე, საბაჟოსთან, თავის მოსწავლეებთან აშკარა სირობა მოაწყო.
არა, მასწავლებელს არ უთქვამს, თუ რომელი მათთაგანი უღალატებს მას, სანამ „პეტუხები“ იკივლებენ საქართველოში სამხედრო გადატრიალების დაწყების ნიშნად! სამაგიეროდ დაასახელა, თუ ვისი იმედი აქვს ახალ ანტისახელმწიფოებრივ შეთქმულებაში - ესენი არიან ივანიშვილი - ღარიბაშვილის მიერ „დაჩაგრული“ მარგველაშვილი და ალასანია, პრეზიდენტი-მთავარსარდალი და თავდაცვის მინისტრი, რომლებიც უზრუნველყოფენ მისთვის ქართული ჯარის მხარდაჭერას.