ირაკლი ალასანია: „გზა, რომელიც ავირჩიეთ, ამ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ იქნება ხელშეუვალი“
საქართველო, 29 აგვისტო,
საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მნიშვნელობაზე კომენტარი გააკეთა.
„მქონდა შეხვედრა ევროპის უსაფრთხოების ერთ–ერთ ხელმძღვანელთან და ის სიმბოლურად დაემთხვა მოვლენას, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს - პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით ჩვენი დელეგაციის მიერ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას. ეს იქნება მართლაც ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელი ისტორიული ხელმოწერა იმ შეთანხმებისა, რომელსაც თან მოყვება საქართველოსთვის კარის გაღება ევროპულ ოჯახში თავის დასამკვიდრებლად. რაც მთავარია, ეს გზა, რომელიც ავირჩიეთ, ამ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ იქნება ხელშეუვალი და გავაგრძელებთ უკვე მწყობრად და მიზანმიმართულად სრულ ინტეგრაციას ევროპაში", - განაცხადა ალასანიამ.