პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის პრემიერ- მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსგან მადლობის წერილი მიიღო

polit-3-fuksსაქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. პრემიერ ნეთანიაჰუს წერილი ირაკლი ღარიბაშვილს ისრაელის ელჩმა საქართველოში იუვალ ფუქსმა პირადად გადასცა.
ბენიამინ ნეთანიაჰუ ქართველ კოლეგას მადლობას უხდის იმ თანაგრძნობისა და თანადგომისათვის, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა ბოლო პერიოდში ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოხატა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ისრაელის ელჩმა ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს, ასევე განიხილეს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული დეტალები და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. 
იუვალ ფუქსმა საქართველოს მთავრობის მეთაურს ისრაელის მთავრობის სახელით თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-ისრაელის მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.