პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი: კომენტარს ვერ გავაკეთებ იმ ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევებზე, რომელიც პირდაპირ ასოცირდება "ნაციონალურ მოძრაობასთან"!

polit-2-cemmentსაქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა NDI-ს საქართველოს ოფისის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

"NDI-ს კვლევებზე მე მგონი უკვე აღარ დაობენ, ამიტომ კომენტარს ვერ გავაკეთებ იმ ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევებზე, რომელიც პირდაპირ ასოცირდება "ნაციონალურ მოძრაობასთან". მინდა დავაკონკრეტო, რომ NDI-ს, როგორც ინსტიტუტს ჩვენ პატივს ვცემთ, მაგრამ, სამწუხაროდ და საუბედუროდ, კითხვები არსებობს ადგილობრივი ოფისის მიერ ჩატარებულ და მათ მიერ დაქირავებულ ორგანიზაციასთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ ასოცირდება "ნაციონალურ მოძრაობასთან", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მანვე თურქეთში დაგეგმილ ვიზიტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თურქეთი იყო და რჩება საქართველოს მთავარ პარტნიორ ქვეყნად.