პრემიერი ღარიბაშვილი: „მინდა მთელ საქართველოს და მართლმადიდებელ სამყაროს მივულოცო მარიამობის დღესასწაული“
საქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. გუშინ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო წირვას დაესწრო.
საღმრთო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ჩაატარა. “მინდა მთელ საქართველოს და მართლმადიდებელ სამყაროს მივულოცო დღევანდელი დღე. ესაა ბრწყინვალე დღესასწაული, რომელიც ჩვენთვის განსაკუთრებულია, ვინაიდან, საქართველო საუკუნეების განმავლობაში ყოველთვის გრძნობდა იმ მფარველობას, რომელიც ღვთისმშობლისგან მოდის ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა წირვის დასრულების შემდეგ.