პუბლიკაციები
NDI: მარგველაშვილი - 48%, ბაქრაძე - 48%, ივანიშვილი - 45%

polit-2-polit-3-sazog-3საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ (NDI) 2014 წლის 23 ივლისი -7 აგვისტოს ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოკითხულთა 48%-ს მოსწონს, ხოლო ივანიშვილი - 45%-ს.
საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილი 51%-ს მოსწონს, მისი მოადგილე მანანა კობახიძე კი 29%-ს. ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე 12%-ს, ზვიად ძიძიგური -36%-ს, ზურაბ აბაშიძ - 26%-ს, გიორგი ბარამიძე კი კვლევაში მონაწილეთა 18%-ს მოსწონს.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძის მოწონების რეიტინგი 48%-ია. რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ დავით საგანელიძეს, მისი მოწონების მაჩვენებელი 25%-ია.

ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულია 3338 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარია -2.9%.