NDI: ხელისუფლებას კვლავ ბიძინა ივანიშვილი მართავს - 50%
საქართველო, 26 აგვისტო,
საქინფორმი. NDI-ის გამოკითხვის შედეგებით, რომელიც 2014 წლის 23 ივლისი - 7 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა, გამოკითხულთა
50% ეთანხმება შეხედულებას, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი
ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების საქმიანობაზე კვლავაც იღებს გადაწყვეტილებებს.
26% "სრულად ეთანხმება ამ შეხედულებას,
24% -ეთანხმება, გამოკითხულთა
17% კი მიიჩნევს, რომ თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი აღარ იღებს მთავრობის ნაცვლად გადაწყვეტილებებს, ხოლო კვლევაში მონაწილეთა
28%-მა არ იცის. მათგან, ვინც მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი კვლავაც ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღები პირია,
36% ამართლებს ამ ფაქტს, ხოლო
53% არ ამართლებს.
ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულია 3338 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარია -2.9%.