საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიას ვაჟი ქართულ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაიწვიეს

საქართველო, 28 აგვისტო,
საქინფორმი. თავდაცვის მინისტრი
ირაკლი ალასანიას ვაჟი არმიაში გაიწვიეს.
„
ყოჩაღი ჯარისკაცი ნიკო. ჯარში წაიყვანეს დედას გუფთა, გუშინ. დარდი არ გქონდეს სამშობლოვ, ეს ბიჭიც დაგიცავს ეს ერთი წელი, კაცი პაციფისტი და კაცი ოქრო“, - წერს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ თავდაცვის მინისტრის მეუღლე
ნათია ფანჯიკიძე.
თუ სად იმსახურებს ალასანია-უმცროსი, ნათია ფანჯიკიძეს არ უთქვამს.