ზუგდიდში სამეჯლისო ცეკვების საერთაშორისო ჩემპიონატი გაიხსნება
ზუგდიდი სამეჯლისო ცეკვებში შავი ზღვის ქვეყნების პირველ საერთაშორისო ჩემპიონატს უმასპინძლებს.
ორდღიანი ტურნირი, რომელიც 20-21 ნოემბერს გაიმართება, საქართველოს ცეკვისა და სპორტული ცეკვის პროფესიონალთა ეროვნული საბჭოს და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ასოციაციის ორგანიზებით ტარდება.
ჩემპიონატში ცხრა ქვეყნის წარმომადგენელი მოცეკვავეები მიიღებენ მონაწილობას. მათ შორის არიან საფრანგეთი, იტალია, გერმანია, ბულგარეთი, უკრაინა, რუსეთი, სომხეთი, საქართველო და თურქეთი. ტურნირს ამავე ქვეყნებიდან მოწვეული საერთაშორისო და უმაღლესი კატეგორიის მსაჯები უმსაჯებენ. 20 ნოემბერს შეჯიბრი ასაკობრივ კატეგორიებში გაიმართება, ხოლო 21 ნოემბერს, საღამოს, დასკვნითი ფინალური შეჯიბრება ჩატარდება.