პოლიტიკა
საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ (NDI) 2014 წლის 23 ივლისი -7 აგვისტოს ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოკითხულთა 48%-ს მოსწონს, ხოლო ივანიშვილი - 45%-ს.
საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილი 51%-ს მოსწონს, მისი მოადგილე მანანა კობახიძე კი 29%-ს. ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე 12%-ს, ზვიად ძიძიგური -36%-ს, ზურაბ აბაშიძე - 26%-ს, გიორგი ბარამიძე კი კვლევაში მონაწილეთა 18%-ს მოსწონს.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძის მოწონების რეიტინგი 48%-ია. რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ დავით საგანელიძეს, მისი მოწონების მაჩვენებელი 25%-ია.
ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულია 3338 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარია -2.9%.