პოლიტიკა
NDI: ილია მეორე 91%, ალასანია - 60%, ღარიბაშვილი - 54%

polit-2-polit-3-sazog-3საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ (NDI) 2014 წლის 23 ივლისი -7 აგვისტოს ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის მოწონების რეიტინგი 54%-ს შეადგენს. გამოკითხულებს პრემიერზე მეტად თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მოსწონთ, რომლის რეიტინგიც 60%-ია. ვიცე-პრემიერი კახა კალაძ 44% მოსწონს. ამდენივეს მოსწონს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოს პატრიარქის ილია მეორ 91%-ს მოსწონს, აპრილში კი საქართველოს პატრიარქი კვლევაში მონაწილეთა 96%-ს მოსწონდა. ილია მეორე NDI-ის რესპონდენტთა 2%-ს არ მოსწონს, 4%-ს არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, ხოლო 4% პასუხზე უარს ამბობს.

ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულია 3338 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარია -2.9%.