პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების სახლემწიფო დეპარტამენტის განცხადება აფხაზეთის ეგრეთ წოდებული არჩევნების შესახებ

polit-1-zayavlenieსაქართველო, 28 აქვისტო, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატები არ აღიარებს აფხაზეთის 24 აგვისტოს ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებს და არ სცნობს მის შედეგებს. ჩვენი პოზიცია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში კვლავ ცხადია: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დაკისრებული ყველა ვალდებულება, მათ შორის ჯარების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, საქართველოს ამ რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გაუქმება და ჰუმანიტარული დახმარების თავისუფლად შეშვება ამ რეგიონებში.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, როგორც კონკრეტული პროგრესის მიღწევის საშუალებას უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებში, რაც კვლავ გავლენას ახდენს მოსახლეობაზე.