უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი: „რუსეთი სხვადასხვა კავშირში სხვა ქვეყნების გაწევრების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ არა მის ხარჯზე“

zar-3საქართველო, 27 აგვისტო, საქინფორმი. გუშინ მინსკში საბაჟო კავშირის წევრი-ქვეყნების პრეზიდენტებსა და უკრაინის პრეზიდენტსა და ევრკავშირის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. ვლადიმერ პუტინის თქმით, ასეთი ფორმატი კარგ პლატფორმას წარმოადგენს კიევთან თანამშრომლობის საკითხების განსახილველად ევროკავშირთან ასოცირების უკრაინული ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით.

რუსეთის ლიდერმა მხარი დაუჭირა კიევთან თანამშრომლობას ეკონომიკურ სფეროში, თუმცა, მისი აზრით, საკითხი იმაში მდგომარეობს, შესაძლებელია თუ არა ამის მიღწევა ევროკავშირთან უკრაინის ასოციაციის პირობებში.

ჩვენი თვალსაზრისით, მიზანშეწონილი იქნებოდა არა მარტო შევინარჩუნოთ, არამედ მნიშვნელოვნად გავზარდოთ ურთიერთქმედება. თუმცა, წამოიჭრება კითხვა, შესაძლებელია თუ არა ამ ყველაფრის მიღწევა, თუკი რეალურად ამუშავდება ევროკავშირთან უკრაინის ასოციაციის შეთანხმება“, - განაცხადა პუტინმა. „რუსეთი მუდამ პატივს სცემდა სხვა ქვეყნების არჩევანს, თუმცა არა სხვა სახელმწიფოების ინტერესების დაზარალების ხარჯზე“, - დასძინა რუსეთის ლიდერმა.