უცხოეთი
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის რადის უფლებამოსილებები ვადამდე შეწყვიტა და „დემოკრატიულ ძალებს“ მოუწოდა, არჩევნებში ერთიანი გუნდით გამოვიდნენ!

zar-2საქართველო, 27 აგვისტო, საქინფორმი. პრეზიდენტმა ვადამდე შეწყვიტა უმაღლესი რადის უფლებამოსილებები, რადგან ეს ერთადერთი სწორი და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა! - განაცხადა თავის Facebook-გვერდზე პოროშენკოს პრესმდივანმა სვიატოსლავ ცეგოლკომ.
სწორედ ამ დეპუტატთა უმრავლესობა იღებდა დიქტატორულ კანონებს, რომლებმაც ზეციური ასეულის სიცოცხლე შეიწირა. ამაზე პასუხია საგები... მეხუთე კოლონა ათობით ვითომდა სახალხო დეპუტატისგან შედგება, ოღონდ ისინი აშკარად არ წარმოადგენენ იმ ხალხის ინტერესებს, ვინც ისინი აირჩია, - ციტირებს პრეზიდენტ პოროშენკოს ცეგოლკო.

ახალი პარლამენტის არჩევნები 2014 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება“, - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის Facebook-გვერდზე.