უცხოეთი
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი უკრაინას ურჩევს, რუსეთს დაუზავდეს და ევრაზიულ კავშირში გაწევრების შესაძლებლობა განიხილოს

zar-1საქართველო, 27 აგვისტო, საქინფორმი. მერკელმა აღნიშნა, რომ უკრაინა თავისუფალია საკუთარ არჩევანში და „შეუძლია ევრაზიულ კავშირში შევიდეს“ და ამ გზით რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან დაზავების მზაობა გამოხატოს. კანცლერმა ახსენა უკრაინის დეცენტრალიზაცია, რუსეთისა და უკრაინის შეთანხმებები გაზის საფასურზე და სავაჭრო ურთიერთობები, როგორც ელემენტები, რომელთა მეშვეობითაც შეთანხმების მიღწევა შეიძლება.

შეგახსენებთ, რომ მინსკში იმართება შეხვედრა ფორმატით უკრაინა - ევროკავშირი - „ევრაზიის სამეული“ (ბელარუსი, ყაზახეთი, რუსეთი). შეხვედრის დღის წესრიგშია საკითხები, რომლებიც უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების შესრულებას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და დონბასში სიტუაციის სტაბილიზებას უკავშირდება. სავსებით მოსალოდნელია პოროშენკოს შეხვედრა რფ-ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, რომელიც ასევე მინსკს ეწვევა.

უკრაინას რომ განეცხადებინა, ახლა ევრაზიულ კავშირში შევდივარო, ევროკავშირი არასოდეს შექმნიდა დიდ კონფლიქტს ამის გამო, თუმცა, ნებაყოფლობით გადაწყვეტილებას დაიჟინებდა“, - აღნიშნა მერკელმა. „უკრაინელ ხალხს, რა თქმა უნდა, უნდა ჰქონდეს საკუთარი გზის არჩევის საშუალება“, - განაცხადა მან და დააზუსტა, რომ ამან არ უნდა ავნოს რუსეთს: „ევროკავშირს სურს ამიერიდანაც კარგი ურთიერთობები ჰქონდეს რუსეთთან“, - განმარტა მერკელმა.