პოლიტიკა
„კარგი იქნება, თუ ჰუმანიტარულ დახმარებას აღმოვუჩენთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე

polit-1საქართველო, 27 აგვისტო, საქინფორმი. ირაკლი ღარიბაშვილი ჯანდაცვის მინისტრის უკრაინაში დაგეგმილი ვიზიტის დეტალებით დაინტერესდა. ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მას განუმარტა, რომ დეპარტამენტის ხელძღვანელსა და რამდენიმე სპეციალისტთან ერთად ხვალ მიემგზავრება უკრაინაში და საჭიროების შესაბამისად მუშაობას შეუდგება.

ფინანსთა მინისტრმა კი პრემიერს მიაწოდა ინფორმაცია, რომ საქართველოში ჩამოდის უკრაინის ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საგამოძიებო სამსახურების დელეგაცია, რომელიც ოთხი დღის განმავლობაში საქართველოს გამოცდილებას გაეცნობა. ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა მინისტრს დაავალა, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს უკრაინელ კოლეგებს.