უცხოეთი
American Conservative: „პუტინი წმინდანი არაა, მაგრამ ის ობამასა და მაკკეინზე ჭკვიანია!“

1-washington-zar-1საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. თუ ჯონ მაკკეინი მოკვდება და ჯოჯოხეთში გაემგზავრება, მარადისობას სატელეფონო ჯიხურში, ჯასტინ რაიმონდთან ერთად გაატარებს, რომელიც მას იშაან ტარურის სვეტს წაუკითხავს, - წერს ამერიკელი ჟურნალისტი როდ დრეერი American Conservative-ში.
მას მოჰყავს ტარურის სტატიის ფრაგმენტი „ვაშინგტონ პოსტში“: „როგორ ცვლის სიტუაციას ერთი წელი! ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დასავლეთი სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დასაწყებად ემზადებოდა, რომელსაც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში დაადანაშაულეს. თუმცა, იქ მაინც არ შეჭრილან. გარკვეულწილად იმის გამოც, რომ საზოგადოებრივი აზრი ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი და აშშ, ახლო აღმოსავლეთში სამხედრო კონფლიქტებში მონაწილეობის წინააღმდეგი იყო.

ახლა აშშ გაცილებით ფართომასშტაბური საჰაერო იერიშების განხორციელებაზე ფიქრობს „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებზე, რომლებიც სირიასა და ერაყში მოქმედებენ. სირიაში ამ ორგანიზაციის ტერორისტები ასადის სამთავრობო ჯარებს ებრძვიან. „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ერაყში ახალი ტერიტორიების მიტაცება, ასევე რელიგიური უმცირესობების ხანგრძლივი რეპრესიები და სასაკლაოები როგორც ერაყის, ასევე სირიის მიწებზე, საერთაშორისო თანამეგობრობამ მკაცრად დაგმო. „ასადის რეჟიმის დამცველი არა ვარ, თუმცა უსაფრთხოების თვალსაზრისით, „ისლამური სახელმწიფო“ გაცილებით სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს“, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა სირიაში რაიან კროკერმა.

ტარურს მიაჩნია, რომ სწორედ ამის თაობაზე აცხადებდა ვლადიმერ პუტინი თავის სტატიაში, რომელიც ნიუ იორკ თაიმსში გასული წლის სექტემბერში დაიბეჭდა. მაშინ მან დასავლეთს ურჩია, არ განეხორციელებინა საჰაერო იერიშები სირიაზე მეამბოხეების დასახმარებლად, - იხსენებს როდ დრეერი. „ეს პუტინს წმინდანად არ აქცევს, თუმცა, ახლო აღმოსავლეთის საკითხში იგი ბარაქ ობამასა და ჯონ მაკკეინზე ბრძენი აღმოჩნდა“, - ასკვნის ამერიკელი ჟურნალისტი.