პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: „მივესალმები იმ კონსტრუქციულ ნაბიჯებს, რომელიც შეგვხვდა რუსეთისგან. მიმაჩნია, რომ ეს არის კარგი ჩვენი ქვეყნისთვის“
1-plani-polit-3საქართველო, 26 აგვისტო, საქინფრომი. პრემიერ-მინისტრი საქართველოდან რუსეთში სასურსათო ტვირთის მიწოდების გაზრდასაც გამოეხმაურა: „უკვე ორი წელია, ვაწარმოებთ პრაგმატულ პოლიტიკას მეზობელ ქვეყანასთან, რუსეთთან, არაერთი კონსტრუქციული ნაბიჯი გადავდგით, დღემდე თავისუფლად ვახდენთ ჩვენ პროდუქციის ექსპორტს რუსეთში. რუსეთმა გაახმოვანა იდეა, რომ შესაძლოა, საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობა გაუქმდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს ემბარგოს. პირიქით, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი პროდუქტი გავიდეს რუსეთის ბაზარზე. მივესალმები იმ კონსტრუქციულ ნაბიჯებს, რომელიც შეგვხვდა რუსეთისგან. მიმაჩნია, რომ ეს არის კარგი ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.