პოლიტიკა
„ჩვენ ველოდებით გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს საქართველოში, ვიზიტი სავარაუდოდ, მომავალი წლის გაზაფხულზე შედგება“ - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს
1-angela-polit-2საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. მთავრობის მეთაურს გასულ კვირას ნაყოფიერი საუბარი ჰქონდა როგორც გერმანიის კანცლერთან, ასევე საფრანგეთის პრეზიდენტთან და მათ საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „რაც შეეხება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენთან ძალიან საინტერესო და ხანგრძლივი საუბარი მქონდა. მინდა, მადლიერება გამოვხატო პირადად ბატონი ბაიდენის მისამართით. მიმოვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარება, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, რეფორმები, რომელსაც ვახორციელებთ და მიღწევები, რომელიც შევძელით მოკელ დროში. ჩვენ დავადასტურეთ, რომ ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და  ვართ საიმედო დასაყრდენი ამერიკისთის ამ რეგიონში“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.