საზოგადოება
სკოლაში - რუსულად, სახლში - ქართულად

galis-raioniგავრცელებული ვერსიით, გალის რაიონის სკოლის მოსწავლეებმა ამ დღეებში მოსკოვის მერიის საჩუქარი - უმაღლესი ხარისხის სასკოლო სახელმძღვანელოები მიიღეს. ასევე, გალის რაიონის მოსახლეობას უფასოდ დაურიგდა პურის ფქვილი და შეშა. გალის რაიონის მოსწავლეებისათვის მოსკოვის მერიის მიერ გამოგზავნილი სახელმძღვანელოების გადაცემას ადასტურებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტოს წარმომადგენელი სამეგრელოს რეგიონში რამინ საჯაია: ’’ჩვენმა სამინისტრომაც გალის ყველა საშუალო სკოლას გადასცა სახელმძღვანელოები, მაგრამ ეს წიგნები მშობლებმა სახლებში წაიღეს, რადგან სკოლებში ამ წიგნების გამოჩენა შეუძლებელია. ბავშვები ჩვენი წიგნებით სახლებში სწავლობენ ქართულად, სკოლებში კი რუსულ ენაზეა სწავლება’’.