პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში დაგეგმილ რეფორმებზე, ჩატარებულ არჩევნებსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე ტელეფონით ესაუბრა
polit-2-besedaსაქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. ჯოზეფ ბაიდენმა ირაკლი ღარიბაშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისადმი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. საუბარი ასევე შეეხო ნატო-ს უელსის სამიტს და საქართველოს წვლილს ავღანეთში, საერთაშორისო უსაფრთხოების მისიაში, რისთვისაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მთავრობის მეთაურს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა ჯოზეფ ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას საქართველოს, როგორც რეგიონში ძლიერი მოკავშირის როლზე გაამახვილა ყურადღება და მზადყოფნა გამოთქვა, მომავალშიც იდგეს ამერიკის გვერდით, როგორც მეგობარი ქვეყანა. პრემიერის განცხადებით, საქართველო ძალიან აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით.