პოლიტიკა
“დარიალის ხეობაში სტიქიის შედეგად დაზიანებული გაზის მილის რეაბილიტაცია ხვალამდე დასრულდება!” - განუცხადა განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს დარიალის ხეობაში და თავისი სიტყვა შეასრულა!

opol-pol-1-mtსაქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მეწყერის ჩამოწოლის შემდეგ მისი დავალებით შეიქმნა საგანგებო შტაბი, მინისტრები, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე სტიქიის ზონაში ჩავიდნენ და შესაბამისი სამუშაოები ოპერატიულად დაიწყო. გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და გაზის მილის რეაბილიტაცია ხვალამდე დასრულდება. ბევრი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, თუმცა, სამწუხაროდ არიან გარდაცვლილები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და კრიზისების მართვის შტაბის წარმომადგენლებს კარგი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. 
მთავრობის მეთაური სტიქიის ზონაში გასულ შაბათს, სომხეთში ოფიციალური ვიზიტის დასრულებისთანავე ჩავიდა და მეწყრით დაზიანებულ ინფრასტრუქტურას და მიმდინარე აღდგენით სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ირაკლი ღარიბაშვილმა ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი დაათვალიერა და დეტალური ინფორმაცია არსებული ვითარების შესახებ მინისტრებისა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელისგან მიიღო.

მეორე დღეს - 2014 წლის 23 აგვისტოს - მილსადენი აღდენილი იყო და სომხეთს ბუნებრივი აირის მიწოდება განახლდა.

opol-pol-1-1 opol-pol-1-2
opol-pol-1-3 opol-pol-1-4