პუბლიკაციები
„ვასილიჩის“ მეგობარი - არქიეპისკოპოსი ილარიონი: „საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება არაადექვატურად იქცევა“

1-batka-zar3-religსაქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. იტყობინება „თავისუფალი ზონა“: „რამდენიმე დღის წინ თბილისში დეპუტატ გივი თარგამაძეს ვსტუმრობდი. ბევრი ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებში არსებულ სიტუაციებზე, სრული კოორდინაციისა და ურთიერთდახმარების აუცილებლობაზე. ის მრავალი წლის განმავლობაში ეხმარებოდა უკრაინას აქ, ადგილზე და ახლაც ძალიან ნერვიულობდა, რადგან რუსეთის მხრიდან და პირადად პუტინისგან მისი ძებნაში გამოცხადების გამო, არ შეუძლია უკრაინაში ჩამოსვლა და რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება არაადექვატურად და არასწორად იქცევა პროცესების მიმართ.

თავის დროზე ის საშუალებებსაც ეძებდა შორიდან დასახმარებლად, ამიტომ, როცა დღეს წავიკითხე მისი მიმართვა საქართველოს პრეზიდენტისადმი, იოტისოდენა ეჭვიც არ გამჩენია, რომ ამას სრულებით გულწრფელად, სულითა და გულით წერდა.

იგი როგორც თავისი სამშობლო საქართველოსა და უკრაინის, ასევე ყველა იმ ხალხების ჭეშმარიტი პატრიოტია, რომლებიც პუტინის ბოროტებას ებრძვიან. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა ასევეა განწყობილი და ჩვენ გავიმარჯვებთ!

დიდება საქართველოს და დიდება უკრაინას!“

პატივისცემით,
როვენისა და ოსტროჟის (კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია) არქიესპიკოპოსი ილარიონი