შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე და სამინისტროს ხელმძღვანელი პირები დარიალის ხეობაში იმყოფებიან, სრულად არიან ევაკუირებული დარიალჰესის და დარიალის საბაჟო-გამშვები პუნქტის თანამშრომლები
საქართველო, 22 აგვისტო,
საქინფორმი. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიის ადგილზე სამაშველო ოპერაციას აწარმოებენ.
შსს-ს მაშველებმა დარიალის ხეობაში მდებარე მამათა მონასტრიდან ყაზბეგამდე 70-ზე მეტი მოქალაქე გადმოიყვანეს. ამ დროისთვის სამაშველო ჯგუფებს მოქალაქეები ვერტმფრენის საშუალებით გადმოჰყავთ. დევდორაკის მყინვარიდან მოწყვეტილი წყლიანი მასის ჩამოწოლამ მდინარე თერგის კალაპოტის შეცვლა გამოიწვია. მდინარის წყალი საავტომობილო გზი გასწვრივ მიედინება. მიმდინარეობს საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება ორი პირი, რომლებიც ხეობაში ჰესის სადერევაციო გვირაბში აწარმოებდნენ სამუშაოებს. შსს-ს მაშველები მათ საძიებო სამუშაოებს გვირაბის
ორივე შესასვლელიდან აწარმოებენ.