პოლიტიკა
“მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მძიმე ტექნიკა, აშენებულია დამბა, რომელიც უზრუნველყოფს წყლის ნაკადის შეჩერებას და გზის დაცვას” - სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს განცხადება

1-constructionsite-pol2-maiსაქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. 20 აგვისტოს გვიან საღამოს, ამალი-დევდორაკის ხეობისა და დარიალის ხეობის შესართავში, თბილისი-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 134-ე კილომეტრზე ჩამოწვა ღვარცოფულ-მეწყრული მასა. ღვარცოფი დევდორაკის მყინვარზე 17 მაისს მომხდარი დიდი მასშტაბის მყინვარული მასების ჩამოქცევის ტრანზიტის ზონაში - ამალი-დევდორაკის ხეობაში დაგროვილი ნაშალი მასალის მოწყვეტამ გამოიწვია, რაც, თავის მხრივ, ერთბაშად მოსულმა უხვმა ნალექმა განაპირობა.  ღვარცოფულმა მასამ ამოავსო თერგის კალაპოტი, რის შედეგადაც მოხდა წყლის და ნაშალი მასალის გადასვლა 17 მაისის ღვარცოფის შემდგომ მოწყობილ დროებით საავტომობილო გზაზე, თერგის დინების მიმართულებით.

ამ დროისთვის უცნობია ორი პიროვნების ადგილსამყოფელი. სტიქიის დადგომის მომენტისთვის ერთი საქართველოსა და მეორე თურქეთის მოქალაქე მშენებარე ჰესის ტექნიკურ გვირაბში იმყოფებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მაშველები ადგილზე არიან მობილიზებულნი და მას შემდეგ რაც წყლის დონე გვირაბში დაიკლებს, მყისიერად დაიწყება სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.წინასწარი შეფასებით, გზის აღნიშნული მონაკვეთი საკმაოდ დაზიანებულია, ისევე როგორც საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარზე მდებარე ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი. დაზიანებულია მშენებარე ჰესი, დაზიანების მასშტაბი დგინდება.

1-polit-pol2-1 1-polit-pol2-2
1-polit-pol2-3 1-polit-pol2-4