უცხოეთი
უკრაინის არმიის თადარიგის გენერალ-პოლკოვნიკი ვლადიმერ რუბანი: „დონბასში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობენ დივერსანტები, რომლებიც უკრაინის ძალოვანებისა და სახალხო მოლაშქრეების წინააღმდეგ იბრძვიან!“

zar-3საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. არსებობს რომელიღაც მესამე მხარე - ჩვენ (ოფიციალური კიევი) მას ახლა ასე ვუწოდებთ, ანუ ის ძალა, რომელიც ახლა ამ ჭურვებს ისვრის ხან ერთ, ხან მეორე მხარეს, - განაცხადა რუბანმა.

ცნობისათვის: ვლადიმერ რუბანი სამხედრო ტყვეების გამათავისუფლებელ ცენტრს ხელმძღვანელობს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გენერალმა, „უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, სამასამდე კაცის გათავისუფლება მოახერხა.

მისი თქმით, ძალოვანებიცა და დონბასის სახალხო რესპუბლიკების მომხრეებიც ახლა იმის გარკვევას ცდილობდნენ, ვინ არიან ეს ადამიანები. „მესამე ძალას ვუწოდებთ. ბეზლერი (იგორ ბეზლერი სახალხო ლაშქრის ერთ-ერთი მეთაურია) მესამე მხარეს უწოდებს, დონეცკშიც ასე ლაპარაკობენ. მათ ეძებენ“, - დასძინა რუბანმა.