უცხოეთი
საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. წინა ჯერზე გრივნის ოფიციალურმა კურსმა მინიმუმს 12 აგვისტოს მიაღწია, მაშინ მან 13.14 გრივნა შეადგინა 1 დოლარზე. უკრაინის ნაციონალური ბანკის ხელმძღვანელი ვალერია გონტარევა აღნიშნავდა, რომ ეს დროებითი სიტუაცია იყო, რადგან ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორდა.
უკრაინის ფინანსთა მინისტრმა ალექსანდრე შლაპაკმა განაცხადა, რომ გრივნას ყველა საფუძველი აქვს 1 დოლარზე 12 გრივნამდე გამყარდეს, - იუწყება „ინტერფაქსი“. მისი აზრით, ნაციონალური ვალუტის დევალვაცია კურსზე სპეკულაციური შეტევებს უკავშირდება.
„დარწმუნებული ვარ, ნაცბანკს ყველა საშუალება აქვს, ამ სიტუაციას გაუმკლავდეს, მათ შორის, ზეწოლა მოახდინოს სავალუტო სპეკულანტებზე ან გაერკვეს, ვინ და რატომ ყიდულობს ასეთი მოცულობებით ვალუტას იმპორტის შემცირებისას“, - განაცხადა შლაპაკმა.