უცხოეთი
პროხანოვი: „დონბასში სამხედრო გარდატეხა მოხდა სახალხო ლაშქრის სასარგებლოდ. ოგორ სტრელკოვი არაა პროფესიონალი სამხედრო და მორალურად ძალიან გამოფიტულია. მას დასვენება სჭირდება, სანამ მის მიერ შექმნილი ქსელური არმია სახელმწიფო არმიად გადაიქცევა!“

zar-1საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. ამას ასპროცენტიანი რწმენით არ ვამბობ, რადგან ბოლო ხანს არ მინახავს. თუმცა, ვიცი, რომ სტრელკოვი, რომელმაც ამ საშინელ და მრისხანე პერიოდში საკუთარ თავზე აიღო წინააღმდეგობის პირველი ეტაპები და ამ ბრძოლის ორგანიზებასაც გაუმკლავდა, დაიქანცა. ეს არაპროფესიონალი გენშტაბისტისთვის ბუნებრივი მდგომარეობაა იმ წარმოუდგენელი დატვირთვისგან, რომელიც მან მიიღო.

გადაწყდა, რომ მას დონბასის ფარგლებს გააცილებენ, დასვენებისა და გონს მოსვლის საშუალებას მისცემენ. სტრელკოვი არავის გაუთავისუფლებია და არც ბრძოლისთვის ჩამოუშორებია. სტრელკოვი დაბრუნდება და შეიარაღებული ძალების მშენებლობას განაგრძობს, - ამბობს გაზეთ „ზავტრას“ მთავარი რედაქტორი, მწერალი, პუბლიცისტი ალექსანდრე პორხანოვირუსკაია სლუჟბა ნოვოსტეი“-სთან ინტერვიუში.

პროხანოვს მიაჩნია, რომ მოცემულ მომენტში დონბასში სრულფასოვანი არმია იქნება.

„უკრაინის მხარეს არ ჰყავს სერიოზული სტრატეგები. ისინი ალყას არტყამენ ქალაქებს, გაჭიმული აქვთ კომუნიკაციები, რომელბსაც არ იცავენ. სახალხო მოლაშქრეები უკრაინის ჯარების ზურგში შეჭრნენ და ამ კომუნიკაციების დემონტაჟი დაიწყეს. მოლაშქრეები ახლებრად იბრძვიან, მათ უკვე აქვთ ტექნიკა, ჰყავთ სტრატეგები. ხელისუფლებაში მოდიან ადამიანები, რომლებსაც ოპერაციების ორგანიზების გამოცდილება აქვთ“, - აცხადებს პროხანოვი.