პოლიტიკა
ნატო-ს სამიტის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, საქართველოს და ლიტვის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ორივე მხარემ შეშფოთება გამოთქვა ბოლო დღეებში უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო
polit-3საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. გიორგი მარგველაშვილმა დალია გრიბაუსკაიტეს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ლიტვა საქართველოს მიმართ ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თვალსაზრისით გამოხატავს. სატელეფონო საუბრისას მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ უელსში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე  აღინიშნება საქართველოს პროგრესი, რაც სათანადოდ აისახება  სამიტის მთავარ დოკუმენტში.