საქინფორმი არაერთხელ აცხადებდა საქართველოს კონსტიტუციის დებულების შეუსაბამობაზე სახელმწიფოშ რეალურად არსებუ საქმის ვითარებასთან: ესაა ქვეყნის პრეზიდენტიც, რომელიც პარლამენტმა უნდა აირჩიოს, ისევე, როგორც ნებისმიერ საპარლამენტო რესპუბლიკაში და არ უნდა იქნეს არჩეული საყოველთაო კენჭისყრით; ესაა უმაღლესი მთავარსარდალიც, რომელიც ხელისუფლების რეალური მეთაური უნდა იყოს და არა თავის უფლებამოსილებებშ შეზღუდული „საქორწინო გენერალი“-პრეზიდენტი; და ბოლოს, ესაა უშიშროების საბჭო, რომელიც პრეზიდენტთან არსებული აბსოლუტურად ჰკარგავს თავის ფუნქციას და რეალურად უნდა არსებობდეს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურთან, რომლის ხელშიც, ახალი კონსტიტუციით, ხელისუფლების ყველა ბერკეტია თავმოყრილი.
საქინფორმი არაერთხელ აკეთებდა პროგნოზს, რომ საქმის ამგვარი ვითარება არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს და აი გუშინ პროცესი დაიძრვა, რამაც სკანდალური რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში და პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის მორიგი კონფლიქტის საბაბი წამოშვა.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ სავარაუდო ცვლილებების შესაბამისად, რომლებიც საკანონმდებლო ბაზის სრულყოფისკენაა მიმართული, საქართველოს თავდაცვის სამინსიტროს გენშტაბის უფროსს ნიშნავს პრემიერ-მინისტრი და არა პრეზიდენტი, როგორც ეს დღეს ხდება, ასევე, პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს ფუნქციები პრემიერ-მინისტრთან არსებულ ანტიკრიზისულ საბჭოს გადაეცემა.