პოლიტიკა
ირაკლი ალასანია: „სამმხრივი შეხვედრა მიეძღვნება იმის დაგეგმარებას, თუ როგორ უნდა მოხდეს სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში ჩვენი საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის დაცვა“

1-polit-3-sammxriviსაქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც იგი აზერბაიჯანელ კოლეგას, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს შეხვდება.

დაგეგმილია ასევე საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების სამმხრივი შეხვედრა. ირაკლი ალასანია, ზაკირ ჰასანოვი და ისმეთ ილმაზი თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ.

მთლიანად ეს შეხვედრები და შემდეგ უკვე შესაბამისად  გაფორმებული შეთანხმება მიეძღვნება იმ დაგეგმარებას, რომელსაც სამი ქვეყანა და შეიარაღებული ძალები შეუდგება, თუ როგორ უნდა მოხდეს კრიტიკულ ვითარებებში ჩვენი საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის დაცვა, ჩვენი ნავთობსადენების, გაზსადენების, რკინიგზის კომუნიკაციების დაცვა  იმ შემთხვევაში, თუკი მოხდება სამხედრო ესკალაცია. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მიმართული უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხის დარეგულირებაზე. არავის საწინააღმდეგო ნაბიჯი ეს არ არის“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანში გამგზავრების წინ.