რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: რატომ აწუხებს მარგველაშვილს სააკაშვილის პროსტატა, რომელსაც მამაკაცური ღირსება დაკარგული აქვს, ანუ სიკეთისა და ბოროტების მიღმა...

1-teleinter-pol-1-redსაქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა საქართველოს მთავარი პროკურატურა სახელმწიფო საიდუმლოების გაცემაში დაადანაშაულა და საქართველოს შსს-სგან მოითხოვა, გრიფით „სრულებით საიდუმლო“ დოკუმენტების გასაჯაროებისათვის პროკურორები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცენ. თუმცა, შსს-ს პროკურორები არ დაუკავებია, რადგან არავითარი გასაჯაროება არ მომხდარა - საქართველოს მედიამ უბრალოდ გაახმოვანა ფაქტი, რომ მთავარმა პროკურატურამ ორჯერ - 2014 წლის 12 ივლისსა და 6 აგვისტოს სთხოვა პრეზიდენტ მარგველაშვილს, მოეხსნა გრიფი „საიდუმლო“ დოკუმენტებისათვის, რომლებიც, საქართველოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნით, არავითარ საიდუმლოს არ წარმოადგენდა.
საუბარია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 2011-2013 წლების საფინანსო დოკუმენტაციაზე, საიდანაც ნათელი ხდება, რომ საპრეზიდენტო დაცვის იმჟამინდელმა მეთაურმა თეიმურაზ ჯანაშიამ, პრეზიდენტ სააკაშვილის დავალებით, 8 მლნ 837 ათას 461 ლარის საბიუჯეტო სახსრები მის ხუშტურების დასაკმაყოფილებლად გადარიცხა: მიშას პოლიტიკური და საწოლის მეძავების საჩუქრებზე, რესტორნებში ქეიფსა და სასტუმროებში ორგიებზე, ავიაბილეთებსა და მსოფლიოს უძვირეს კურორტებზე ელიტარულ დასვენებებზე, ავტომანქანების, თვითმფრინავების, შვეულმფრენებისა და ველოსიპედების ფრახტზე, დოქტორ დოტის მასაჟებზე, რომელიც თავის კლიენტს მოფერებით „სასაშვილს“ უწოდებდა, გარყვნილების, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მუდმივი მიღებისგან დასიებული სახის გამაახალგაზრდავებელი პრეპარატი „ბოტოქსით“ ჩატარებულ მაკორექტირებელ პლასტიკურ ოპერაციებზე, პირად უცხოელ მზარეულებსა და სტილისტებზე, ექსკლუზიურ ტანსაცმელსა და საათებზე, მკერდით მხატვარი ინგლისელი მხატვრის მერედიტ ოსტრომის ნახატებზე, ასევე - პრეზიდენტის ოჯახის წევრების დასვენებასა და სწავლაზე.

წინა ხუთშაბათს თავისი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თვის ნიუ იორკიდან მიცემულ ინტერვიუში დამფრთხალი სასაშვილი, ივანიშვილის გულის მოსალბობად, თავს იმართლებდა, რომ ხარჯების ამსახველი დოკუმენტი სახელმწიფო უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე გაასაიდუმლოა - რათა პუტინს, რომელიც მას კვერცხებით დაკიდებას შეჰპირდა, არ გაეგო, რომ მას შემდეგ სააკაშვილს პროსტატა სტკივა და სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის საბიუჯეტო სახსრებით შეძენილ აბებს სვამს... თუმცა მიშას კვერცხებით დაკიდება შეუძლებელია, იმიტომ, რომ ისინი საერთოდ არ აქვს! წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახსა და თანამოაზრეებს კი არ დატოვებდა და საქართველოდან გაიქცეოდა, არამედ დაკითხვაზე გამოცხადდებოდა პროკურატურაში და გამოძების კითხვებს უპასუხებდა! სააკაშვილი რომ სრულფასოვანი მამაკაცი იყოს, თავისი ხელის ბიჭების მეშვეობით კი არ დაიწყებდა პუტინის მისამართით უცენზურო გამონათქვამებიანი პლაკატების გავრცელებას, არამედ მასთან ურთიერთობებს პირადად გაარკვევდა, მაგრამ სააკაშვილს საერთოდ არ გააჩნია მამაკაცური ღირსება...

მაგრამ პრეზიდენტ მარგველაშვილს რატომ აწუხებს საკაშვილის პროსტატა ისე ძალიან, რომ ბოლომდე არ სურდა ამ სკანდალური დოკუმენტაციის გასაჯაროება? „იმას, რასაც დღეს სააკააშვილს უკეთებენ, ხვალ მე გამიკეთებენ!“ - შიშობს მარგველაშვილი, რომელსაც საკმარისი მომხრეები ჰყავს პარლამენტსა და მთავრობაში. „კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რომ სააკაშილი ციხეში იჯდეს“ - განაცხადა გასულ კვირას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა, პორტალმა „თავისუფალმა ზონამ“ კი გამოაქვეყნა თემურ იაკობაშვილის რეპლიკა, რომელსაც ეს პოსტი სააკაშვილის მმართველობის დროს ეკავა: „საინტერესოა, კოალიცია „ქართული ოცნების“ ე.წ. პროდასავლელი წევრები, რომლებიც დღეს აქტიურად ურეკავენ შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებს და ეფიცებიან, რომ არავითარი კავშირი არა აქვთ მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლიებრივ დევნასთან, რატომ არ რისკავენ, საკუთარ ხალხსაც უთხრან იგივე?

P.S. წინა კვირას ბაკურიანში, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის გამართულ სემინარზე პრეზიდენტად მომუშავე ფილოსოფოსმა მარგველაშვილმა გერმანელი ფილოსოფოსი ფრიდრიხ ნიცშეს ნაწარმოების - "სიკეთისა და ბოროტების მიღმა. მომავლის ფილოსოფიის პრელუდია“- ფილოსოფიურ ასპექტებზე ლექცია წაიკითხა.

P.P.S. რამდენად მიზნობრივი იყო კიდევ 20 მლნ-ს გახარჯვა, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის იყო გათვალისწინებული, პროკურატურა უახლოეს ხანებში იტყვის.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2014 წლის 19 აგვისტო
თბილისი, საქართველო