უცხოეთი
მარგველაშვილი: „9 წლის განმავლობაში სწორედ ეს არ მომწონდა, რომ მათ არ იცოდნენ, სად იწყება და მთავრდება კანონი“
1-nenravilos-zar-3საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტს ვერავინ ვერ ეტყვის, კანონით დაგეგმილ ვადაში, ხუთი წუთი იფიქროს, თუ მეტი იმ საკითხებზე, რომელიც მის კომპეტენციაში შედის , - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას. "საქართველოს პრეზიდენტს ვერავინ ვერ ეტყვის, კანონით დაგეგმილ ვადაში, ხუთი  წუთი იფიქროს, თუ მეტი იმ საკითხებზე, რომელიც მის კომპეტენციაში შედის. იმისთვის, რომ დააჩქარო ვინმეს გადაწყვეტილება, რაიმე ძალაუფლება ან შესაძლებლობა უნდა გქონდეს. 9 წლის განმავლობაში მე სწორედ ეს არ მომწონდა, რომ მათ არ იცოდნენ, სად იწყება და მთავრდება კანონი, სად მთავრდება ვალდებულებები და ხელისუფლებების გამიჯვნა. საქართველოს პრეზიდენტმა და მისმა აპარატმა მაშინ გადაწყვიტეს ეს საკითხი, როდესაც მიაჩნდა სწორად. ყურადღება უაღრესად ფაქიზად მიაქცია საკითხს, რომელიც არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკური საკითხი. დღეს ყველასთვის ნათელია, რომ ეს საკითხი საქართველოს საგარეო პოლიტიკას დაუკავშირდა", - განაცხადა მარგველაშვილმა. 
გიორგი მარგველაშვილმა კითხვაზე, გეგმავს თუ არა უახლოეს პერიოდში, რომელიმე დოკუმენტს მოხსნას გრიფით საიდუმლო და გაასაჯაროოს, უპასუხა - "იმისთვის, რომ რამეს მოხსნა გრიფი ”საიდუმლო”, თავისთავად ის დოკუმენტები უნდა იყოს საიდუმლო. 300-გვერდიან პაკეტში, რომელიც მე მივიღე, მხოლოდ 12 დოკუმენტი იყო საიდუმლო. ეს იყო ის საკითხი, რომელსაც მე ვსწავლობ". 
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ დასჭირდა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯებთან დაკავშირებულ საქმეზე "გრიფით საიდუმლოს" მოხსნისთვის ერთი თვე.