საზოგადოება
იტალიაში ქართული კულტურის დღეები საქველმოქმედო აქციით დასრულდება

palermoიტალიაში ქართული კულტურის დღეები სრულდება. რომსა და პალერმოში უკვე გაიმართა გია ყანჩელისა და ანსამბლ "რუსთავის" კონცერტები.
დღეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი კოტე გაბაშვილი და ანსამბლ "რუსთავის" წევრები მიწისძვრით დაზარალებულ ქალაქ აკვილას ესტუმრებიან. ნიკა რურუას ინიციატივით, ქართულ სეზონს იტალიაში საქველმოქმედო აქცია დაასრულებს. ანსამბლ "რუსთავის" კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად დაზარალებულებს მოხმარდებათ.