პოლიტიკა
მთავრობა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის განვითარებასა და გაფართოებას იწყებს – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სტუმრობისას

1-rukopis-polit-2საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. მთავრობის მეთაურმა, განათლებისა და კულტურის მინისტრებთან ერთად, ცენტრის საცავებში დაცული უნიკალური ექსპონატები დაათვალიერა და ინფორმაცია მათ შესახებ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბუბა კუდავასგან მიიღო. წლის ბოლომდე ახალი შენობის პროექტირება დასრულდება, მომავალი წლიდან კი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალი შენობის მშენებლობა დაიწყება.

„აქ არავითარი პირობა არ არის, არ არსებობს კლიმატური პირობები და ელემენტარული მატერიალურ–ტექნიკური ბაზა. ეს არის დანაშაული, რომ აქამდე სახელმწიფომ სათანადო ყურადღება ვერ მიაქცია ისეთ უნიკალურ საგანძურს, იმ ხელნაწერებს, რომლითაც ყოველთვის ვიამაყებთ“, – განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.