უცხოეთი
საქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. დონეცკის რაიონში უკრაინის არმია რიგ ქალაქებზე იერიშს აგრძელებს, არის დიდი მსხვერპლი და ნგრევა, - იტყობინება „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტი რეგიონიდან.
რკინიგზა ამ ქალაქში ასევე არ ფუნქციონირებს, მატარებლები შემოვლითი გზით დადიან.
ქალაქში ძალიან ბევრი დანგრეული შენობაა. რიგ რაიონებში არ არის წყალი და ელექტროენერგია. ამასთან, ილოვაისკში ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე ათასი მცხოვრები, რომლებსაც ქალაქის დატოვება არ შეუძლიათ ტრანსპორტის უქონლობისა და შიშის გამო.
ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, მათ უჭირთ დაღუპულებისა და დაჭრილების რიცხვის განსაზღვრა - ქალაქში ხელისუფლება არ არის.
უკრაინის ძალოვნებმა იერიში მიიტანეს კიდევ რამდენიმე ქალაქსა და სოფელზე: გორლოვკა, გრაბოვო, ზუგრესი.
თავად დონეცკში სროლისგან დაიღუპა ორი კაცი და დაიჭრა შვიდი. კალინინის ქუჩაზე ორი რაკეტა ჩამოვარდა. ჭურვებმა დიდი ახალი კოტეჯი დააზიანა, გაჩნდა ხანძარი. დაზიანებულია ორი სახლი და გაზსადენი.