დედოფლისწყაროელები მღრღნელების საწინააღმდეგო შხამქიმიკატებს ითხოვენ
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაიონის სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებში მღრღნელების გასანადგურებლად ღონისძიებათა გატარებას ითხოვს, კერძოდ, მღრღნელების საწინააღმდეგო შხამქიმიკატებს.
„სოფლის მეურნეობის სამინისტროში ოფიციალური მოთხოვნა გავაგზავნეთ მღრღნელების საწინააღმდეგო წამალზე. შხამქიმიკატების მიღების შემდეგ მას ნაკვეთებში გასაშლელად მოსახლეობას დავურიგებთ“, - აღნიშნა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ალექსანდრე ალუღიშვილმა.