პოლიტიკა
„ფრთხილად, შენობაში ქვეყნის მოღალატეა!“ - წარწერა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ევრაზიული არჩევანის“ ოფისთან

1-polit-2-predatelსაქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. ასეთი წარწერა გაჩნდა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ევრაზიული არჩევანის“ ოფისთან, თბილისში, ოთხშაბათს, 13 აგვისტოს. წარწერა: „ფრთხილად, შენობაში ქვეყნის მოღალატეა!“ ასფალტზე, შენობასთან გაკეთდა, სადაც ორგანიზაციის ოფისია განთავსებული, რომელიც აქტიურად გამოდის რუსეთთან საქართველოს დიოლომატიური ურთიერთობების აღდგენისა და ევრაზიულ კავშირში ქვეყნის გაწევრებისთვის.

მომავალში ისეთი ტიპის სხვა ორგანიზაციებამდე მისვლას ვგეგმავთ, რომლებიც არ აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას, რომებსაც მიაჩნიათ, რომ რუსეთთან მეგობრული ურთიერთობები გაცილებით მომგებიანი პოზიციაა!“, - განუცხადა ტელეკომპანია „იმედს“ წარწერის ავტორმა - იმ ახალი მოძრაობის წარმომადგენელმა, რომელმაც უცნობად დარჩენა ამჯობინა.

თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერი არჩილ ჭყოიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოქმედებები პოლიტიკურად ანგარიჟირებულია. „ნამდვილი მოღალატეები არიან ის ადამიანები, რომლებიც 2008 წელს, აგვისტოს ომის წაგების შემდეგ, როცა ქართველი სამხედროების ცხედრები ცხინვალიდან ვერ გამოჰქონდათ, თბილისში, პარლამენტთან ზეიმობდნენ, კონცერტს მართავდნენ და ამ კონცერტში მონაწილეობდნენ. ჭეშმარიტი ქართველები კი რუსეთში პუტინთან, რუსეთის ელიტასთან დალაპარაკებას ცდილობდნენ“, - განაცხადა ჭყოიძემ.