საზოგადოება
დღეს ირაკლი ჩარკვიანს გაიხსენებენ

charkvianiდღეს, 19 ნოემბერს, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ირაკლი ჩარკვიანის საღამო გაიმართება. მისი მეგობრები, კოლეგები და მეუღლე მომღერლის დაბადების დღეს ერთად აღნიშნავენ. უნივერსიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით მოეწყობა მომღერლის ფოტოგამოფენა, მის სიმღერებს ცოცხლად შეასრულებენ სტუდენტები. მომავალი მსახიობები წაიკითხავენ ირაკლის ლექსებს, მეგობრები გაიხსენებენ მის ბავშვობას, კოლეგები - მის შემოქმედებას, ხოლო ქეთათო, მის მეუღლეზე ისაუბრებს. საღამოს დაასრულებს ნიკუშა შენგელაიას მიერ ირაკლი ჩარკვიანზე გადაღებული ვიდეომასალა.