უცხოეთი
როსობორონოექსპორტი: პენტაგონს ავღანეთისთვის რფ-ის ვერტმფრენების შეძენა სურს

1-zar-1-rosoboronaსაქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-ის კონგრესის პროტეტსტის მიუხედავად, პენტაგონი ავღანეთის მისიისთვის რუსეთის სავერტმფრენო ტექნიკის შეძენას იჟინებს, - ამის შესახებ რია ნოვოსტის ჟუკოვსკში როსობორონოექსპორტის დელეგაციის ხელმძღვანელმა იგორ სევასტიანოვმა განუცხადა.

რუსეთმა უწინ  ხელი მოაწერა სამ კონტრაქტს პენტაგონთან ავღანეთის არმიისთვის 70-ზე მეტი Ми-17В5 ვერტმფრენის მიწოდებაზე.

კონგრესმენთა პროტესტის მიუხედავად, ამერიკელი სამხედროები პენტაგონის დონეზე ჯიუტად იჟინებენ რუსული ვერტმფრენების შეძენას“, - განაცხადა სევასტიანოვმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ზოგიერთი ამერიკელი მაღალჩინოსანი რფ-ს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებზე არაერთხელ აცხადებდნენ იმის შესახებ, რომ სიამოვნებით აღჭურვავდნენ რუსული იარაღით, მაგალითად, ვერტმფრენებით, ამერიკული არმიის ქვედანაყოფებს, ამაზე პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში.