აქტუალური
დავით კოდუა: „მეცა ვიღაც სამი პირი, გამთიშეს და დაბლა რომ ვეგდე, ისინი თავში მირტყამდნენ ფეხებს“

1-akt-3-koduaსაქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. აბაშიძის ქუჩაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ბიზნესმენი დავით კოდუა პირველ კომენტარს აკეთებს.

მე საერთოდ არაფერი არ მახსოვს. მაგრამ ძიძა როგორც ჰყვება, ტელეფონზე საუბრისას გავედი და მეცა ვიღაც სამი პირი, გამთიშეს და დაბლა რომ ვეგდე, ისინი თავში მირტყამდნენ ფეხებს. როგორც ყვებიან, რაღაცამ გამთიშა, რაღაც უკან დამადეს თურმე, დამწვარი მქონდა ზურგი. მე არ ვიცი რამ გამთიშა, შეიძლება ელექტრო შოკი არ იყო და შეიძლება სხვა რაღაც ელექტრო საგანი იყო. ექსპერტს დაუწერია, რომ მე ვიყავი ნაკლებად მძიმე მდგომარეობაში. მაგრამ არიან დამოუკიდებელი ექსპერტები, ვინც ასევე მისცა თავისი დასკვნა გამოძიებას და ისიც დართულია საქმეში და იმასაც გავეცნობი“, - აცხადებს დავით კოდუა