საზოგადოება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ქვიშხეთსა და ბულბულისწყაროში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურად ჩაერთო

1-saz-1-xaSuriსაქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. დაზარალებულ სოფლებში უკვე გაემგზავრა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სტიქიების პრევენციისა და ოპერატიული რეაგირების სამმართველოს უფროსი თენგიზ თოფურიძე .

ძლიერი წვიმის შედეგად მომხდარმა წყალდიდობამ მდინარე შოლას ადიდება გამოიწვია, რამაც ადგილობრივების საცხოვრებელი სახლები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა. სოფელ ბულბულისწყაროში წაღებულია ხიდი, რომლის აღსადგენადაც სამუშაოები უკვე დაიწყო. ქვიშხეთსა და ბულბულისწყაროში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია ითვლის.