პოლიტიკა
“საუბარი შეეხო ნატოს სამიტს, რომელიც სექტემბრის დამდეგს უელსში გაიმართება” - საქართველოს პრეზიდენტსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

1-polit-3-samitiსაქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. გიორგი მარგველაშვილი  რეჯეფ თაიფ ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა და მას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ლიდერებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება მათ იმ პროექტებზე გაამახვილეს, რომლებსაც საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებს.

საუბარი ასევე შეეხო ნატოს სამიტს, რომელიც სექტემბრის დამდეგს უელსში გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთის არჩეულ პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერისთვის.