პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და თურქეთის რესპუბლიკის ახლადარჩეულ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

1-polit-2-satelefonoსაქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი.  საქართველოს მთავრობის მეთაურმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და ქვეყნისა და თურქი ხალხის საკეთილდღეოდ წარმატებები უსურვა.

მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. სატელეფონო საუბრისას, ირაკლი ღარიბაშვილმა სავაჭრო–ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს პრემიერ–მინისტრის უახლოეს მომავალში დაგეგმილ ოფიციალურ ვიზიტს თურქეთის რესპუბლიკაში.