პოლიტიკა
საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა

1-pol-1-mxardaWeraსაქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. გიორგი მარგველაშვილმა პეტრო პოროშენკოსთან სატელეფონო საუბარში კიდევ ერთხელ გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, სამწუხაროდ, უკრაინას ახლა სწორედ ის პრობლემები აქვს, რომელთა წინაშეც საქართველო 2008 წელს იდგა.

ორი ქვეყნის ლიდერების განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ორი ქვეყანა კოორდინირებულად მოქმედებდეს საერთაშორისო არენაზე, მათ შორის, უელსის სამიტის ფარგლებში. ლიდერებმა განსაკუთრებული ყურადღება მათ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დროული იმპლემენტაციის საკითხს დაუთმეს.