საზოგადოება
სოფელ აკურაში სტალინის ბიუსტი ისევ დადგეს

1sazog-3-Stalinსაქართველო, 13 აგვიტო, საქინფორმი. სტალინის ბიუსტი თელავის რაიონის სოფელ აკურაში ისევ გამოჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ბიუსტი სოფლის ცენტრში 11 აგვისტოს, გვიან ღამით უცნობმა პირებმა დადგეს.

სტალინის ბიუსტი ბოლო ორი წლის განმავლობაში აკურაში რამდენჯერმე დადგეს. რამდენიმე თვის წინ კი ბიუსტს აქტივისტების ჯგუფმა საღებავი შეასხა, რის შემდეგაც იგი მოხსნეს.

ახლა უკვე რესტავრირებული ძეგლი მეორე მსოფლიო ომში დაკარგულთა სახელობის სკვერში დადგეს.